„იძულებითი და ადრეული ქორწინების პრობლემა და მისი დაძლევის გზების ძიება“, – თემაზე საჯარო დისკუსია მარნეულში გაიმართა.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და სათემო რადიო „მარნეულის“ ინიციატივით შედგა. დისკუსიის ფარგლებში შეკრებილებს მოხსენებებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა მიმართეს.