საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველი ენათმეცნიერისა და ფილოლოგის, მზექალა შანიძის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მზექალა შანიძეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა. მისი დაბადების დღის აღსანიშნად საღამო „ჩოხოსანთა დასმა“ და ფონდმა, – „ქართველი,“ – გამართეს.
მზექალა შანიძე 100 სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და თარგმანების ავტორია. 1953 წლიდან იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის და ქართული ლიტერატურის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, რომელსაც ქართული ენის შესწავლის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის.