კორნელი კეკელიძე – ფილმის პრემიერა პირველ არხზე 

21:48, 08.02.2021

საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი კადრები და უნიკალური მასალა, რომელიც ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის ნახევარ საუკუნოვან სამეცნიერო საქმიანობაზე გვიყვება.

საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს კორნელი კეკელიძეზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. ნამუშევარი უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის მძიმე პირად ცხოვრებასაც ეხება.

კორნელი კეკელიძე აქტიურად მონაწილებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. მოღვაწეობის პროცესში შეისწავლა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის არაერთ ნიმუშს. დოკუმენტური ფილმი, რომელიც კორნელი კეკელიძის ცხოვრებაზე გვიყვება, თსუ-სა და პირველი არხის თანამშრომლობის შედეგია.

მსგავსი