მზექალა შანიძის იუბილე

ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე დღეს 95 წლის გახდა. მზექალა შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრია. 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორს 2015 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. არის აკაკი შანიძისა და ივანე ჯავახიშვილის პრემიების ლაურეატი.

საქართველოს პირველი არხი მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს და მხნეობასა და წარმატებებს უსურვებს.