მზადება თბილისობის დღესასწაულისთვის

საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, კონცერტები – დედაქალაქი „თბილისობის“ აღსანიშნავად ემზადება. სადღესასწაულო პროგრამა ორდღიანია. 5 და 6 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები სამ ადგილზე გაიმართება.

მრავალფეროვანი პროგრამა კონცერტებსაც მოიცავს. მსმენელის წინაშე ქართული ესტრადის ვარსკვლავები და მუსიკალური ჯგუფები წარდგებიან. დაგეგმილია ელექტრონული მუსიკის საღამოებიც. თბილისობასთან დაკავშირებული ორდღიანი ღონისძიებები რიყის პარკში დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.