31 ოქტომბერს საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანი იმოქმედებს. დამატებით გაიხსნა 127 სპეციალური უბანი კორონავირუსით ინფიცირებული ან იზოლაციაში მყოფი პირებისთვის. ყველა უბანზე კოვიდ-19-ის გავრცელების საპრევენციო პროტოკოლი იმოქმედებს. არჩევნების მიმართ ინტერესი მაღალია. პანდემიის მიუხედავად, ხმის მიცემის პროცესს 48 საერთაშორისო ორგანიზაციიდან დააკვირდებიან. მათ შორის არის ევროკავშირი, რომელიც 1 000-ზე მეტ უბანზე ევროპელი დიპლომატებით დაკომპლექტებულ 70 სადამკვირვებლო ჯგუფს მიავლენს. სადამკვირვებლო მისიების ნაწილი უკვე საქართველოშია. მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომელიც ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.