საქართველოში კი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება.
2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტით შეხვდება. ორსაათიანი სანახაობა სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში“ ზუსტად ღამის 12:00 საათზე დაიწყება. მაყურებლის განწყობაზე ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად იზრუნებენ. გალა-კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები და სხვადასხვა უცხოური ჰიტები, მათ შორის ცნობილი საშობაო სიმღერების ქართული ვერსიები.