მზადება რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატისთვის

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები, საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება.
მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდის ვარჯიშს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, გიორგი გოგოჭური დაესწრნენ. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი თავდაცვის ძალებს შორის საფრანგეთში 16 აგვისტოს გაიხსნება. გამარჯვებისთვის 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ.