მზადება ოსკარისა და ოქროს გლობუსისთვის

საქართველო ლოს-ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის სპეციალურ კამპანიას იწყებს.

რამდენიმე დღეში ქართული მხარე საქართველოს კანდიდატ ფილმს უცხოელ კოლეგებს წარუდგენს.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის სპეციალურმა კომისიამ წელს არჩევანი ზაზა ხალვაშის ფილმზე გააკეთა სახელწოდებით „ნამე“.

მაშინ, როდესაც ამ კატეგორიაში ფილმები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან არის წარდგენილი, დამატებით ჩვენებებს, შეხვედრებს თუ პრეზენტაციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ მსგავსი ღონისძიებები იგეგმება კამპანიის ფარგლებში.