საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. წლევანდელი საღამო განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება. ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილი სცენიდან წარდგებიან, რომელიც რამდენიმე სართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება. იქნება პირდაპირი ჩართვებიც თბილისის სხვადასხვა უბნიდან. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია 23 საათზე დაიწყება.