მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმისთვის. კონფერენციაში 400-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.