დღეს ვნების შვიდეულის შაბათია. მართლმადიდებელი ქრისტიანები ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადებიან. დაწესებული შეზუდვების გამო, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის ეპარქიებში სხვადასხვა გადაწყვეტილებებია მიღებული. საქართველოს პირველმა არხმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირება განახორციელოს და ღია სიგნალი ყველა მაუწყებელს მიაწოდოს. გადაწყვეტილების მიზანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ტრანსლაცია და მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს, სახლიდან ადევნოს თვალი სააღდგომო მსახურებას.
პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლაციას განახორციელებს ყველა ხელმისწვდომ პლატფორმაზე – პირველი არხისა და საქართველოს რადიოს ეთერით, ვებპორტალზე www.1tv.ge და საქართველოს პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ტრანსლირება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.
საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება