მწერალთა სახლი, ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, შეუძლებლად მიიჩნევს წლევანდელი კონკურსის ჩატარებას.
„მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის“ – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაარსდა. წელს პირველად კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი და ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა. ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. ნომინაციებზე წარმოდგენილი 110 წიგნიდან 92-მა ავტორმა კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა. მუშაობაზე უარი განაცხადა ჟიურის ოთხმა წევრმაც.