ლიტერატურული კონკურსი

კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული კონკურსი სახელწოდებით „ანა“ გამოაცხადა. აღნიშნული ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და პირველად შარშან ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდებიან. მიზანი ქალი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი სახეების აღმოჩენაა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების გაგზავნა 10 სექტემბრამდე შეუძლიათ.