მწერალთა სახლში მწერალ ალექსანდრე პოტიომკინის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ესპანეთში მცხოვრები მწერალი, რომლის ნაწარმოებიც “რუსი პაციენტი” ნობელის პრემიაზე წარადგინეს, მწერალთა სახლმა ქართული კულტურის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. ალექსანდრე პოტიომკინის ნაწარმოებები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე, მათ შორის ქართულადაც ითარგმნა.
მწერლის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღიქვეს მისი წიგნები საქართველოში, რადგან თვითონ სოხუმში დაიბადა და უამრავი ქართველი მეგობარი ჰყავს.