„მხატვრული ქმნილების პირისპირ“- წიგნის პრეზენტაცია

18:30, 07.05.2023

„მხატვრული ქმნილების პირისპირ“- ასე ჰქვია თამარ გელიტაშვილის კრიტიკული წერილების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც მწერალთა სახლში გაიმართა. კრიტიკული წერილები თანამედროვე მწერლების მხატვრული ნაწარმოებების ანალიზი და ტექსტის მიღმა არსებული აზრის ამოცნობა-ამოკითხვაა. ავტორის თვალთახედვის არეალში სხვადასხვა ქართველი პოეტი და პროზაიკოსი მოხვდა. კრებული კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

მსგავსი