ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზვიად ძიძიგური და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები. მათ დაათვალიერეს ზვიად გამსახურდიას მემორიალურუ სახლი, რომელსაც ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება.
ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა მათ ადგილზე გააცნო პროექტი, ასევე ესაუბრა იქვე ეკლესიის მშენებლობაზე და პარკის მოწყობაზე.
ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ატარებს, სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება. აქ განთავსდება ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ამსახველი მასალები.