საარჩევნო კამპანია 

„კონსერვატიულმა“ პარტიამ დღეს ბათუმში პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბათუმის ოლქში ნატალია ძიძიგური, უმაღლეს საბჭოში კი ლადო ურუშაძე იბრძოლებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „კონსერვატიული პარტიის“ სიის პირველი ნომერი მერაბ ბოლქვაძე იქნება. კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა წარუდგინა.