მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზაფხულის „მუსიკალური საღამო“ გაიმართა სამტრედიაში. სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვებს კი გასართობ და შემეცნებით აქტივობებში შეეძლოთ ჩართვა.