მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

თელავი ტრადიციულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. წელს ღონისძიება ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის 140 წლის იუბილეს ეძღვნება. თელავის სახელმწიფო თეატრში ფესტივალი 23-დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. მუსიკალური საღამოები არიელ ცუკერმანის დირიჟორობით ჩატარდება, ასევე მოეწყობა მასტერკლასები. პირველ კონცერტზე კი მსმენელის წინაშე ქართველი ახალგაზრდა ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი, ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი და ახალგაზრდა კორეელი ჩელისტი, ჰაიუნგ ჩოი წარდგნენ. ამის პარალელურად, თეატრის ფოიეში გაიხსნა ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენა. თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი 1984 წელს დაარსდა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.