„მუსიკალური საღამოები“ მცხეთაში

მუსიკალურ-გასართობი ღონისძიებები მცხეთაში. მთავრობის ორგანიზებით თეატრონის ტერიტორიაზე ჩატარდა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა. საღამო კი მოწვეული შემსრულებლების გალაკონცერტით დასრულდა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით მუსიკალური საღამოები უკვე გაიმართა ყაზბეგსა და თიანეთში, ხოლო 12 აგვისტოს ღონისძიებებს დუშეთი უმასპინძლებს.