„მუსიკალური საღამოები“ სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთმა მუსიკალურ საღამოებს უმასპინძლა – მსმენელის წინაშე თამუნა ამონაშვილი, ირინა ბაირამაშვილი, დათუნა მგელაძე და Corpa Fellas წარდგნენ. კონცერტამდე ახალციხის ცენტრალურ პარკში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონები, სადეგუსტაციო და კვების სივრცეები, ქუქისებზე ხატვის მასტერკლასი. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.