„რუსთავქალაქობა 2023“

რუსთავი ქალაქის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება. რუსთავქალაქობა წელს 8 ოქტომბერს აღინიშნება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადღესასწაულო კონცერტის ბოლო რეპეტიციას გადიან. კონცერტში, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება, ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ქალაქის დღესასწაულს რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე უკვე 25 წელია აღნიშნავენ.