გორმა „მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლა. ერისთავის თეატრის სკვერში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი სივრცე მოეწყო. ბავშვებისთვის განთავსდა სპეციალური სივრცეები და გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეწარმეების პროდუქცია. საღამო გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.