პროექტ მუსიკალური საღამოების ფარგლებში, მორიგ საღამოს უმასპინძლა ბათუმმა. ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმოდგენები ყველა ასაკის მაყურებლისთვის გაიმართა, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა სპორტული ასპარეზობა. საღამოს კი სცენა ქართველ შემსრულებლებს დაეთმოთ. ანალოგიური საღამოები უკვე გაიმართა ქობულეთსა და ხელვაჩაურში.
მუსიკალური საღამო გაიმართა თეთრიწყაროშიც. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, ფერადი და მხიარული კარნავალი, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამო საზეიმო კონცერტით დასრულდა.