„ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილების ამსახველი ფოტომასალაც გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, მუქარა უმცროსი ქალიშვილის ლიკვიდაციის შესახებ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებმა გაუგზავნეს, რომელთა ვინაობაც, დეპუტატის განცხადებით, უკვე დაადგინა. „24 საათიც არ დამჭირდა, რომ გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი! გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-თან, რომელიც „გირჩის“ წევრია! ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, „გირჩს“ დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო! “ – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, შვილის ლიკვიდაციის მუქარას უპასუხოდ არ დატოვებს.