ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმე

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება – ჩვენებას თავად ჟურნალისტი აძლევს. მისი თქმით, თავს დაესხნენ პროფესიული საქმიანობის გამო. სანაიამ 25 თებერვლის მოვლენები დეტალურად გაიხსენა. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს ამ დრომდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ისინი გამოძიებამ ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავა.