ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თავად ბრალდებული სასულიერო პირი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. ლაშა ჩიქოვანს ბრალი ნინო ჩიქოვანის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.