ახალი ფიგურანტი ჩნდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში.
საუბარია მარიამ შარაშიძეზე, რომელმაც ორი თვის წინ გარდაცვლილის ოჯახს მასა და თამარ შორის მიმოწერის ამსახველი მასალები მიაწოდა. ამ შეტყობინებებში ბაჩალიაშვილი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. თუმცა საგამოძიებო უწყება მასალას გაყალბებულად აცხადებს და პოზიციას ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს.
20 წლის ახალგაზრდას დღეს ბრალი წაუყენეს. რეზონანსული საქმე დეკემბერში დახურულად გამოცხადდა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად კი თვითმკვლელობა დასახელდა. ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის ამ დრომდე არ სჯერა.