ყოფილი გამომძიებლის გამოკითხვა სასამართლოში

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. მას მედიასთან არ უსაუბრია, კომენტარი ადვოკატმა გააკეთა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. პროკურორის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, შეხება არ ჰქონია ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან და მის მიერ არ ჩატარებულა ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.