გამოძიება უცხო ქვეყნისთვის ტერიტორიის გადაცემის საქმეზე

„მოამბემ“ საზღვრების რეზონანსულ საქმეზე ახალი გარემოებები დაადგინა.

ჩვენმა ჟურნალისტმა მოიპოვა 1938 წლით დათარიღებული იმ რუკის დედანი, რომლის იგნორირებას და დამალვას პროკურატურა დაკავებულ კარტოგრაფ-ექსპერტებს ედავება. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ამბობს, რომ გამქრალი დოკუმენტი რუსულ არქივებში მოიძია. „მოამბემ“ გადაიღო 1996 წლის ის შეთანხმებაც, რომლის მიხედვით სამთავრობო კომისიას საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენისას სწორედ 82 წლის წინანდელი რუკით უნდა ეხელმძღვანელა. როგორც ირკვევა, გახმაურებულ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონია. ცნობილი ხდება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიების საზიანო ქმედების ფაქტზე თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ დაიწყო.

დატოვე კომენტარი