დღეიდან 22 ივლისამდე „მთის დღეები – 2023“ აღინიშნება. დილიდან სამზადისია რაჭაში, სადაც უკვე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. მათ შორის იქნება ანიმატორების გასართობი შოუ და საბავშვო აქტივობები, მზარეულების მასტერკლასი, ცხენებით გასეირნება. აქვე გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები და მათ შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქტები საზოგადოებას წარუდგინონ. დღის ბოლოს კი მთის დღეებს შოვში გალაკონცერტი დაასრულებს.
ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება.