„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ხუთწლიანი შედეგები შეაჯამა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის შემდეგ, საზოგადოებრივ შენობებში ჰაერის დაბინძურება შემცირებულია 91 პროცენტით, თამბაქოსგან თავისუფალი ადგილების მაჩვენებელი კი 94%-მდე გაიზარდა.
ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებით, დარეგულირდა თამბაქოს რეკლამისა და ვაჭრობის პირობები. სიგარეტის კოლოფებზე განთავსდა გამაფრთხილებელი ნიშნები. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც.