მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენები დმანისში

დმანისის სოფელი საერთაშორისო მკვლევარების ყურადღების ცენტრშია.

ქვემო ოროზმანში, სადაც ორი კვირის წინ უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს, ხუთი ქვეყნის მეცნიერები ჩავიდნენ. არქეოლოგიური ექსპედიციის მნიშვნელოვანმა აღმოჩენამ დმანისის არქეოლოგიური ძეგლის ასაკის მსგავსი ძეგლის არსებობა დაადასტურა. ოროზმანის ტერიტორიაზე გათხრები შარშან დაიწყო და კბილის პოვნამდე ექსპედიციის წევრებმა უძველესი ადამიანების ქვის იარაღებსაც მიაგნეს. ბოლო აღმოჩენები მეცნიერებს აფრიკიდან ევრაზიაში წასული ჰომინიდების კვლევისთვის მნიშვნელოვან მასალებს და ინფორმაციას აწვდის.

რეპორტაჟი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლიდან.