პროფესიული კოლეჯი დმანისში

დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარულმა პროფესიულმა კოლეჯმა, ახალი სასწავლო წლისათვის განაცხადების მიღება დაიწყო. სოფელ სარკინეთში მდებარე სასწავლებელი მეცხოველეობის და რძის გადამუშავებაზეა სპეციალიზებული. სტუდენტები თეორიულთან ცოდნასთან ერთად, ადგილზე პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. შვეიცარიული სტანდარტების კოლეჯის ინფრასტრუქტურა სტუდენტურ საცხოვრებელსა და მოწვეული მასწავლებლებისთვის მცირე ზომის სასტუმროსაც აერთიანებს.