„მუსიკალური საღამოები“

მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მუსიკალური საღამოები გაიმართება. ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში მზადება უკვე დაწყებულია. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, გაიმართება კონცერტი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.