კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, – ასეთ მონაცემებია მოყვანილი მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში“. კერძოდ, კორუფციის კონტროლის მხრივ 100%-იან შკალაზე საქართველოს ქულა 77,4%-ს გაუტოლდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ლიდერ ქვეყნებს შორის მოხვდა და ამ მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს.
საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა „რეგულაციის ხარისხშიც“.
საქართველომ შეფასების 100%-იანი შკალიდან 81.73%-ი დაიმსახურა და 2017 წელს მსოფლიოში 38-ე ადგილზეა. რეიტინგში საქართველოს პოზიციები სამ ინდიკატორშია შემცირებული. კერძოდ, პოლიტიკური სტაბილურობა, გამოხატვის უფლება, ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა.
გლობალური მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგსა და შეფასებებს.
კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2017 წლის ჩათვლით.