მსოფლიო ბანკმა მემორანდუმი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეა საუბარი. მსოფლიო ბანკი ქვეყნის ეკონომიკურ მართვას დადებითად აფასებს, თუმცა პროგრესის შესანარჩუნებლად, ხელისუფლებას რეკომენდაციებითაც მიმართავს და დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს თავისი პოტენციალი, გააფართოოს საგარეო ვაჭრობა და კავშირები. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარია, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს ეკონომიკური კუთხით ბოლო ათწლეულის განმავლობაში.