მსოფლიო ბანკის დელეგაცია კახეთში

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია,  ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან ერთად დღეს კახეთში იმყოფებოდა. სტუმრებმა რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტები მოინახულეს.

დელეგაციამ ასევე დაათვალიერა ბატონის ციხის ახალაშენებული მუზეუმი. დღესვე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები იმყოფებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დეტალურად გააცნო უნივერსიტეტის საქმიანობა ზოგადად განათლების სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.