როგორ იმუშავებს საპენსიო რეფორმა და რა სიახლეების დანერგვა მოუწევთ დამსაქმებლებს – ამ თემებზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში, საინფორმაციო შეხვედრაზე იმსჯელეს.
განიხილეს დაგროვების წესი, საპენსიო სააგენტოს ფუნქციები და საპენსიო რეფორმის გავლენა ბიზნესზე.
შეხვედრაზე, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა პრობლემურ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება. დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება. რეფორმა ითვალისწინებს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ შენატანების დაგროვებას სპეციალურ ფონდში, საიდანაც პენსია გაიცემა.