ქალთა მიმართ ძალადობისა და პრევენციის საკითხებზე, დღეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისაუბრა. ნინო წილოსანმა სტუდენტურ აუდიტორიას საქართველოში არსებული ვითარებაზე, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის როლზე მიაწოდა ინფორმაცია. ინფორმაცია ძალადობის შესახებ სტუდენტებმა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში მიიღეს.