რა მიმართულებით და რა რეგულაციებით უნდა განვითარდეს ქალაქი მცხეთა. საკითხზე ადგილობრივებთან დღეს პირველი შეხვედრა გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე გამოავლინა გამარჯვებული კომპანია, რომელიც მცხეთის გენგეგმას შეიმუშავებს.
ამხანაგობა „აქოლისმა“ პროექტზე მუშაობა 270 დღეში უნდა დაასრულოს.
გენგეგმის დამტკიცების შემდეგ მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმი გაუქმდება.