კონსტიტუციასთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის შესაბამისობა - სარჩელის განხილვა

კონსტიტუციასთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისობას მსჯელობენ საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელში „საქართველოს მოქალაქეები – მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“- მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ კანონის 30-ე მუხლი ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას,- რამდენადაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არ ავრცელებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მექანიზმები ვრცელდება სხვა პირების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.

მოსარჩელ მტკიცებით, სახელმწიფო ასევე არასრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას – დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.  პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კოდექსის ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის სადაო საკითხის სრულყოფილი რეგულირების საშუალებას იძლევა.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.