სარეაბილიტაციო სამუშაოები

პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საძირკვლის გამაგრება, შენობის სახურავისა და ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაცია, ასევე ქუჩების მხრიდან ფასადზე განთავსებული აივნების რესტავრაცია.

თბილისის განვითარების ფონდმა ინდივიდუალური ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დაასრულებს.

შესრულებული სამუშაოების ღირებულება 15 მლნ ლარს აჭარბებს.