აშშ-ის საელჩოს გრანტი „პეტრას ციხის“ მოზაიკისთვის

„პეტრას ციხეზე“ აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის, ამერიკის საელჩოს გრანტი მოიპოვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ – საუბარია 135 000 დოლარზე. პროექტის მიზანია, მოხდეს იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა-შენარჩუნება, რომლებმაც „პეტრას ციხე“ ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია.

აშშ-ს ელჩმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია. გრანტი მოხმარდება „პეტრას ციხეზე“ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და აღმოჩენების კონსერვაციას.