მსჯელობა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

ახალქალაქში  ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი ამ წუთებში იწყება. საგამოძიებო უწყებამ ხუთივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით  წარუდგინა.

ძალადობაში ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია. ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. რაც ეხება ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმების ინფორმაციით, მათი სახლში გაწერა უკვე შესაძლებელია, თუმცა ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. მათ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.