საქართველოში მშვიდობის კორპუსის 68 ახალი მოხალისე ჩამოვიდა.
ამერიკელი მოხალისეები საქართველოში 2 წლის განმავლობაში დარჩებიან და სხვადასხვა კუთხეში საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინგლისურ ენას უფასოდ შეასწალიან. სამსახურის დაწყებამდე მოხალისეები ინტენსიურ 11 კვირიან კურსებს გაივლიან ქართული ენის, კულტურისა და პროექტთან დაკავშირებული უნარების უკეთ შესწავლისთვის.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ახალ ნაკადს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მშვიდობის კორპუსის პროგრამის ამჟამინდელი მოხალისეები დახვდნენ.