მშვიდობის კორპუსის მოხალისეები

საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-20 ჯგუფი იწყებს მუშაობას. მათ შორისაა 13 ინგლისური ენის მასწავლებელი და სამი ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი. მოხალისეები საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაერთვებიან. ისინი ითანამშრომლებენ ადგილობრივ სკოლებსა და ორგანიზაციებთან. ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებში ინგლისური ენის გაუმჯობესებასა და უნარების განვითარებას. მოხალისეები საქართველოს ცხრა რეგიონში გადანაწილდებიან.