დღეიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო

საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო, თუმცა, დისტანციურ რეჟიმში. განათლების მინისტრი პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამისთვის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას უსვამს ხაზს. გეგმის მიხედვით, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი აუდიტორიებში და საკლასო ოთახებში განახლდება იმ კონკრეტულ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება.

სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა არც ბაღებში. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, თბილისის 188 ბაღში დღეიდან პროდუქტების დარიგება დაიწყება. არსებული საკვები რაციონი 50 ათასზე მეტი აღსაზრდელის ოჯახს გადაეცემა.