გამკაცრებული კონტროლი სკოლებში

როგორც ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი. ასევე, შეზღუდულია მშობელთა და სხვა პირთა სკოლის ტერიტორიაზე მიმოსვლა. გასული კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

მოამბე

დატოვე კომენტარი